LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგები მართვის მოწმობას ამიერიდან ინტერნეტით აიღებენ

80

ფრანგები მართვის მოწმობას ამიერიდან ინტერნეტით აიღებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მართვის მოწმობის თუ ავტომობილის ტექნიკური პასპორტის გაფორმება მძღოლებს ონლაინ შეეძლებათ. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს უზარმაზარ რიგებში დგომა აღარ მოუწევთ და დოკუმენტებს მარტივად აიღებენ. სიახლე განსაკუთრებით საქმიან ტურისტებზეა მორგებული, რადგან სხვა ქვეყანაში გამგზავრების დროს მართვის მოწმობასა თუ ტექპასპორტს სახლიდან გაუსვლელად დაამზადებენ. გამოცემა Deplacements Pros.-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პროცედურას 2 კვირა დასჭირდება და მძღოლი გამზადებულ დოკუმენტს ფოსტის მეშვეობით მიიღებს. სამინისტროს ინფორმაციით, დროთა განმავლობაში ეს დრო ერთ კვირამდე შემცირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები