LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგები თავისი ხელმძღვანელობით კმაყოფილები არიან – კვლევა

124
1520104714462

ფრანგების უმრავლესობა სამსახურში თავის უფროსობას დადებითად აფასებს. ამას ადასტურებს კვლევა, რომელიც პლატფორმა Preply-მ ჩაატარა.

სიტყვა „კომპეტენტურს“ ხელმძღვანელობის მისამართით რესპონდენტთა 18% იყენებს. 17%-ის თქმით, მათი უფროსობა „ნდობას იმსახურებს“, ასევე 17% თავის ხელმძღვანელს „ადამიანურს“ უწოდებს, ხოლო 14% თავის ურთიერთობას როგორც „პატივსაცემს“ ასე ახასიათებს.

გამოკითხულ ფრანგთა უმცირესობამ ხელმძღვანელობა ნეგატიური ზედსართავებით შეაფასა: 6%-მა სიტყვა „დამამცირებელი“ გამოიყენა, 5,5%-მა „ავტორიტარული”. რესპონდენტთა 4% თავის უფროსს „არაკომპეტენტურად“ მიიჩნევს.

მთლიანობაში ფრანგები ფიქრობენ, რომ თავის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობები აქვთ. 27% ამ ურთიერთობას 10-დან 8 ქულით აფასებს, ხოლო 77% – 7 ქულაზე ნაკლებს არ უწერს. 1 ქულა მხოლოდ 1,4%-მა დაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები