ფრანგმა მზარეულებმა მოამზადეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბაგეტი და მოხსნეს მსოფლიო რეკორდი, რომელიც 5 წლის წინ იტალიაში დამყარდა. ამის შესახებ Reuters წერს.
ბაგეტი პარიზის სიახლოვეს სურენში, ფრანგი კონდიტრებისა და მცხობლების დღესასწაულზე მოამზადეს. ბაგეტის სიგრძემ 140,53 მეტრი შეადგინა. ცომის მოზელა ღამის 3 საათზე დაიწყეს და ცხობას კი სპეციალურად ამ დღისთვის აწყობილ ღუმელში შეუდგნენ. ახალი რეკორდი გინესის რეკორდების წიგნმა ოფიციალურად დაადასტურა.
ბაგეტის ნაწილი მოჭრეს და საჯაროდ გამოფინეს, დანარჩენი კი უსახლკაროებს დაურიგეს.
წინა ყველაზე გრძელი ბაგეტი 132,62 მეტრის სიგრძის იყო და 2019 წელს იტალიურ ქალაქ კომოში მომზადდა.