საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე კომუნა კულონსის მერმა წვიმის აკრძალვის ბრძანება გამოსცა. საქმე ისაა, რომ ქალაქის ხელმძღვანელი მუდმივი წვიმებით დაიღალა, წერს The Gaze.
წვიმის ნაცვლად მსუბუქი ნიავი და მზის სხივები უნდა გამოჩნდეს, ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.
„გადაწყვეტილია, რომ 15 ივლისიდან, ასევე აგვისტოს და სექტემბრის თვეში წვიმები უნდა დასრულდეს და კარგი ამინდი გამოვიდეს“ – ბრძანებას ხელი მერმა პირადად მოაწერა.
დოკუმენტის კომენტარში მან ასევე აღნიშნა, რომ ამდენი ნალექი ზაფხულის არდადეგების წინ აქამდე არ ახსოვს. კანონის გამოცემა მან ქუჩაში არსებული მოწყენილობის გამო გადაწყვიტა, რათა კომუნის მაცხოვრებლები ცოტა მაინც გაემხიარულებინა.
მერის იუმორი ადგილობრივებმა დააფასეს და უამრავი დადებითი შეფასება დაუწერეს.