როდესაც საქმე სექსამდე მიდის, გონება ითიშება და ხშირად, საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავთ. მკაცრი და პირდაპირი მიდგომა ქალბატონებს ძალიან ხიბლავთ, თუმცა, გაფანტულობის შემთხვევაში, მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ ყურადღება სიტყვებს, რამდენიმე წარუმატებელმა ფრაზამ შეიძლება დაწყებული პრელუდიის უეცარი შეწყვეტა გამოიწვიოს.
იმისათვის, რომ თქვენ და თქვენმა პარტნიორმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ, გთავაზობთ ტოპ ფრაზებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ჩვენი სექსუალური ლექსიკონიდან…
ჩვენ სალაპარაკო გვაქვს
ნუთუ? იმ დროს როდესაც თქვენ ლამაზ ქალბატონთან ერთად პრელუდიის საწყის ეტაპზე ხართ, არასდროს არ თქვათ ფრაზა ”ჩვენ სალაპარკო გვაქვს” – ასეთი ფრაზა, თქვენს პარტნიორს სექსის სურვილს დაუკარგავს და სავარაუდოა, რომ თქვენი საღამო, თქვენთვის არასასურველი შედეგებით დასრულდეს…
შეგიძლია ოდნავ გაიწიო?
თუ თქვენ მსგავს რამეს ეტყვით თქვენს პარტნიორს, ჩათვალეთ, რომ მას სამუდამოდ დაკარგავთ.
შეცდონით სხვა სახელით მიმართვა
სავარაუდოდ, არ მოიძებნება უკეთესი მიზეზი იმისა, რომ ქალბატონი წყობილებიდან გამოვიყვანოთ. ვერ შეძელით თქვენი შემთხვევითი პარტნიორის სახელის დამახსოვრება? შემოიფარგლეთ ზოგადი ფრაზებით. ასეთი შეცდომა შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ.
მე შენ მიყვარხარ
ეს ფრაზა ურთიერთობას სერიოზულ სახეს მისცემს. უმჯობესი იქნება თუ თავს შეიკავებთ მსგავსი სიტყვებისგან. მაგრამ, თუ თქვენ ის გიყვართ და გინდათ, რომ სიყვარულში გამოუტყდეთ, ამას ლოგინში ნუ გააკეთებთ.
სინათლე ჩავაქროთ
ფაქტია, რომ ქალბატონებს ძალიან უყვართ პარტნიორის მკლავებში მინიმალური განათების ფონზე ყოფნა. ასეთ დროს, ისინი მშვიდდებიან და ნეგატიურ ენერგიას გასცემენ. მაგრამ, სინათლის ჩქარობა არც თუ ისე კარგი იდეაა. ასე, რომ უმჯობესი იქნება თუ ქალბატონს თქვენით ტკბობის საშუალებას, ზედმეტი კითხვებისა და იდეების გარეშე მისცემთ.
მოდუნდი
სიამოვნებასა და შვებას თქვენი პარტნიორი თქვენს მკლავებში გრძნობს. შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივუთითოთ მას, რომ მოდუნდეს. გაიხსენეთ, რომ მას ისედაც ძალიან სიამოვნებს თქვენს გვერდით ყოფნა.
უფრო ხმადაბლა არ შეგიძლია?
რა თქმა უნდა შეუძლია. სავარაუდოდ, იმიტომ ”ხმაურობს”, რომ სურს მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. შენიშვნის შემდეგ, კი დიდია იმის ალბათობა, რომ თქვენ მის ხმას ბოლოჯერ გაიგებთ…