LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფუი ეშმაკს: ირანში „მანჩესტერის“ ემბლემა მიაცენზურეს

download

ირანის სახელმწიფო ტელევიზია ისევ დაკავებულია საფეხბურთო გუნდების ემბლემების ცენზურით. გასულ გაზაფხულზე ადგილობრივმა ტელეარხმა „რომას“ გერბზე მგლის ძუძუები დამალა, ახლა კი „მანჩესტერის“ ძველი ემბლემა გამოიყენა, რადგან ლოგოზე გამოსახული ეშმაკი არ ეჩვენებინა.

ეშმაკი „იუნაიტედის“ ემბლემაზე პირველად 1973 წელს გამოჩნდა, ამიტომ ირანელები კიდევ უფრო ძველ დროში შეძვრნენ და გემიანი ემბლემა გამოქექეს.

ეშმაკს არანაირი შანსი არ ქონდა ტელევიზიით გამოცენილიყო. მუსლიმებს ასევე აკრძლული აქვს ანგელოზისა და ლოცვის ემოჯის გამოჩენა.

„რომას“ ემბლემასთან დაკავშირებით გასულ წელს რაღაც ამდაგვარი მოხდა. უბრალოდ ძველი მისაღები ვარიანტი არაფერი აღმოჩნდა და ამიტომ ლოგოს გარკვეული ადგილები გადახაზეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები