ბავშვობაში გატაცებულმა და მილიარდერების ოჯახში გაშვილებულმა 25 წლის კაცმა ნამდვილი მშობლები იპოვა და მათთან დაბრუნება გადაწყვიტა. SCMP-ის ინფორმაციით, ბიოლოგიური მშობლები მულტიმილიონერები არიან.
მეი ჩჟიგიანი მაშინ გაიტაცეს, როცა 2 წლის იყო. ბიჭუნა პირდაპირ სახლის ეზოდან წაიყვანეს. მშობლები შვილს მრავალი წელი უშედეგოდ ეძებდნენ, აღნიშნავდნენ მის ყოველ დაბადების დღეს, სახლიც კი უყიდეს იმის იმედით, რომ ერთ დღეს უკან დაბრუნდებოდა.
2022 წელს კი შვილის ძებნა წარმატებით დასრულდა. აღმოჩნდა, რომ გატაცებული ბიჭუნა მილიარდერების ოჯახში იზრდებოდა.
როდესაც მეიმ თავისი წარმომავლობის შესახებ გაიგო, ბევრი აღარ უფიქრია, მაშინვე ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება გადაწყვიტა.
ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ მეურვეებთან თავს ძალიან კარგად გრძნობდა, თუმცა ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, ამიტომ ისევ ნამდვილ ოჯახში არჩია დაბრუნება.