LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფულში მესიმ აჯობა: ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი არგენტინელია

43

“ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი 2017-18 წლების სეზონში მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, – წერს ფრანგული ჟურნალი France Football.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ არგენტინელი ამ სეზონში 126 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ამ თანხაში შედის ხელფასი, ბონუსები და შემოსავალი რეკლამებიდან.

რეიტინგში მეორე ადგილზეა მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანო რონალდოა, 94 მილიონი ევროთი, მესამეზე კი “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ნეიმარი, რომელმაც 81.5 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.

ხუთეულში ასევე მოხვდნენ: გარეთ ბეილი (44 მლნ) და ჟერარ პიკე (29 მლნ).

მწვრთნელებს შორის პირველ ადგილზეა “მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელი ჟოზე მოურინიო (26 მილიონი ევრო). შემდეგ მოდიან ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი (23 მილიონი ევრო) და მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცი დიეგო სიმეონე (22 მილიონი).

მეოთხეა ზინედინ ზიდანი 21 მილიონით და მეხუთე პეპ გვარდიოლა 20 მილიონიანი შემოსავლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები