ნეიმარი, კოუტინიო და დე ბრიუნე Nike-ის რეკლამაში გადაიღეს, რომელიც ნამდვილი ჰორორი გამოვიდა.
მათ გარდა იქ კიდევ რონალდინიო, პირლო, გატუზო, ობამეიანგი არიან.
კომპანია Nike-მა ახალი სარეკლამო რგოლი აჩვენა Awaken the Phantom (“გააღვიძე ფანტომი”), რომელიც ბუცების Nike PhantomVSN-ის გამოშვებას ეძღვნება.
რგოლში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელია – კოუტინიო, დე ბრუინე და რონალდინიო მონსტრების იერით არიან, რომელთა მოტყუება შეუძლებელია. მათი დაუმარცხებლობის მითი შიშს გვრის მეტოქის მცველებს და უბრალო ფანებს.
ვიდეოს ბოლოს ელეგანტური ანდრეა პირლო ამბობს: “არაფერია იმაზე მშვენიერი, ვიდრე შიშის სურნელი” – და ფანტომს თავისუფლებაზე უშვებს.
https://www.youtube.com/watch?v=2XJoon7tsRA