LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაძლიერებული Mercedes-Benz–ი დრიფტ რეჟიმს მიიღებს

104

სედანის – Mercedes-Benz E-Class-ის ახალი თაობა სპეციალურ დრიფტ რეჟიმს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Autocar-ი ავრცელებს. მათი განცხადებით, Mercedes-AMG-ის წარმომადგენელი, ტობიას მოერსი ოფიციალურად ადასტურებს ფაქტს სედანის დრიფტ რეჟიმით აღჭურვის თაობაზე.

Mercedes-AMG E63 აღჭურვილი იქნება ტვინ-ტურბო რვაცილინდრიანი ძრავით, რომელიც ორ ტიპად იქნება წარმოდგენილი. მოერსმა დაადასტურა, რომ ყველაზე მძლავრი მოდიფიკაცია განისაზღვრება 600 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე აგრეგატით. ავტომობილი წარმოდგენილია 12 დიაპაზონიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

მოდელის პრემიერა დაგეგმილია უახლოეს თვეებში, ხოლო მოდელის გაყიდვები ევროპულ ბაზარზე 2017 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები