LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით 70 წლის ქალი, რომელმაც კალიფორნიის ყველაზე ცნობილი მთა დალაშქრა

68
Dierdre Wolownick climbs El Capitan at Yosemite National Park in California on Sept. 25, 2021. Wolownick, whose son, Alex Honnold, is one of the world's top rock climbers, ascended Yosemite's El Capitan to celebrate her 70th birthday. (Aubrey Trinnaman/The New York Times)

70 წლის დირდრე ვოლოვნიკი ყველაზე ასაკოვანი ქალია, ვინც კალიფორნიის ცნობილი მთა „ელ კაპიტანი“ დალაშქრა.
CNN-ის ინფორმაციით, ამერიკელმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.

პირველად „ელ კაპიტნით“ ის 2017 წელს, 66 წლის ასაკში დაინტერესდა და მის დასაპყრობად 13 საათი დასჭირდა. წლების შემდეგ კი ქალმა საკუთარი დაბადების დღის განსხვავებულად აღნიშვნა გადაწყვიტა, „ელ კაპიტნისკენ“ გაემართა და იუბილე მთის მწვერვალზე დაისის ფონზე იზეიმა.

როგორც დირდრე ამბობს ლაშქრობა მას რეკორდების დასამყარებლად არ დაუწყია. საქმე ისაა, რომ მისი ვაჟი ცნობილი მთამსვლელია და დედას სურდა, შვილთან კიდევ უფრო ახლოს ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ კალიფორნიული მთის სიმაღლე 914 მეტრია და ის პირველად 1957 წელს დალაშქრეს.

 
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები