წინასაახალწლოდ “გალფის” ქსელში ფასები 4-6 თეთრით შემცირდა. კერძოდ, კომაპნიის ინფორმაციით, ამჯერად საწვავის ფასები ასეთია: G-Force პრემიუმი – 1,85; G-Force ევრო რეგულარი – 1,75; ევრო რეგულარი – 1,65; G-Force ევრო დიზელი – 1,69.
როგორც კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე “პლაცზე” ფასის კლებამ განაპირობა.
გარდა ამისა, “გალფის” ქსელში კვლავ გრძელდება დამატებით – 4 თეთრი ფასდაკლება Gulf Club-ის წევრებისთვის. შესაბამისად, კლუბის წევრები “გალფის” საწვავზე 7-10 თეთრი ფასდაკლებით ისარგებლებენ.