LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალიაში გამოგზარდე… ცხოველებს ვეღარ გამოამწყვდევენ

170
rabbit-behind-bars-interested-passing-wild-animal-rabbit-cage-165221767

ევროპა ცხოველების გალიებში გაზრდას აკრძალავს.
ევროკავშირში კანონპროექტზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოქალაქეთა მიერ შედგენილმა პეტიციამ მილიონზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა. საუბარია ისეთ შინაურ ცხოველზე როგორიცაა – კურდღელი, ქათამი, ბატი, იხვი თუ მწყერი.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის კურდღლების 90% სწორედ ასეთ პირობებში ცხოვრობს, ისევე როგორც ქათმების 49%. ახალი კანონპროექტი ამ არაჰუმანურ პრაქტიკას 2027 წლიდან დაასრულებს. იმისათვის, რომ გალიებზე უარის თქმა ფერმერებისთვის შედარებით ადვილი იყოს, ისინი სახელმწიფოსგან მთელ რიგ სუბსიდიებს მიიღებენ.

შინაური ცხოველებისთვის კომფორტული პირობების შექმნა არც ისე ახალი ევროპული ტრენდია. მაგალითად, ჩეხეთში მიიღეს კანონი, რომელიც ქათმის გალიაში გაზრდას ეწინააღმდეგება. 2024 წლიდან კი ევროპაში ძაღლების, კატების და სხვა შინაური ცხოველების პირობების გასაუმჯობესებლად ახალ წესებს დაამტკიცებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები