ტკივილი და ცრემლები ბრაზილიის ქალაქ შაპეკოში და „არენა კონდოს“ სიახლოვეს, სადაც „შაპეკოენსე“ თამაშობდა.
გულშემატკივრებმა დროშები, ყვავილები და დაღუპული მოთამაშეებისთვის ბარათები მიიტანეს.
ქალაქში გლოვაა.
ქუჩაში, დაფებზე დააწერეს: „გამაგრდი, შაპეკო“.
მზის ჩასვლისას მოსახლეობა ერთად შეგროვდა დაღუპულთათვის პატივის მისაგებად.
შემდეგ კი ქალაქის სტადიონზე სამგლოვიარო აქციაზე მივიდნენ.