კომპანია Porsche-მ სპორტქარი 911 Carrera S განაახლა. მოდელი, რომელიც Carrera-სა და Carrera GTS-ს შორის გარდამავალი ეტაპია, ახალი ძრავით აღჭურვეს, დაუკორექტირეს ვიზუალი და განახლებების სიასაც გადახედეს.
განახლებული Porsche 911 Carrera S ვიზუალურად წინა 911 Turbo-ს ჰგავს, ხოლო სიმძლავრით 911 Carrera GTS-ის ანალოგია. სამი ლიტრის მოცულობის თვინ-ტურბო „ექვსიანი“ გაუმჯობესებული გაგრილების სისტემით, 480 ცხენის ძალას ავითარებს.
911 Carrera S-ის კუპეს გარბენი 0-დან 100 კმ-მდე 3,3 წამს შეადგენს, მაქსიმალური სიჩქარე კი 308 კმ/სთ-ია.