LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაქცეული პატიმარი თავის დაბადების დღეზე დაიჭირეს

32
პატიმარი

აშშ-ში 31 წლის გაქცეული პატიმარი ფორენზა მერფი მას შემდეგ დაიჭირეს, რაც თავის დაბადების დღეზე წვეულება მოაწყო. ინფორმაციას ამის შესახებ New York Post ავრცელებს.

მერფი კონექტიკუტის შტატის გამოსასწორებელი დაწესებულებიდან 8 აგვისტოს გაიქცა და მას ამ დრომდე ვერ პოულობდნენ. ამერიკელს ქურდობისთვის 4 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

სამართალდამცავებმა გაქცეულის პოვნა მის დაბადების დღეზე შეძლეს. მერფიმ ნათესავის სახლში დიდი წვეულება მოაწყო.

პატიმარი დააკავეს და ციხეში დააბრუნეს. სავარაუდოდ, მას დამატებით ბრალდებასაც წაუყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები