LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაყინული ტბის ფსკერიდან 50 წლის წინ ჩაძირული Ford ამოიტანეს

120
ქირიას NEWS შაბლონი (8)

აშშ-ში, ვინებაგოს ტბის ფსკერიდან ამოიტანეს Ford Galaxie, რომელიც იქ თითქმის ნახევარი საუკუნე იყო ჩაძირული. ავტომობილი ტბაში 1980 წელს უცნაური ფსონის შედეგად ჩავარდა.

ისტორია ზამთარში, ერთ-ერთ ბარში დაწყებული კამათით დაიწყო. რამდენიმე ადამიანი კამათობდა, რამდენად ძლიერი იყო ტბის ყინული. ერთ-ერთმა მათგანმა გადაწყვიტა თავისი სიმართლე პრაქტიკაში დაემტკიცებინა და ტბაზე მანქანით გასვლა სცადა.

რამდენიმე კილომეტრის შემდეგ ყინული გატყდა, ავტომობილი წყალში ჩავარდა და ჩაიძირა. მძღოლმა კი დროულად მოახერხა მანქანიდან გამოსვლა და ნაპირზე დაბრუნება.

წლების განმავლობაში ეს ამბავი ადგილობრივებისთვის ლეგენდად იქცა და ბევრმა ის გამოგონილადაც კი ჩათვალა. თუმცა რამდენიმე წლის წინ ერთმა მეთევზემ ავტომობილი ტბის ფსკერზე აღმოაჩინა.

წელს მანქანის ამოყვანა ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს. ოპერაციაში მონაწილეობდნენ მყვინთავები და პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდა.

თითქმის 45 წლის განმავლობაში წყალში ყოფნის გამო ავტომობილი ძლიერ დაზიანებულია – მას აღარ აქვს მინები, სალონი სილითაა სავსე და კორპუსი ჟანგისგან იშლება. სავარაუდოდ, მისი აღდგენა შეუძლებელია და მანქანა საბოლოოდ უტილიზაციისთვის გადაიგზავნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები