LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზაფხულზე შეიძლება ახალი iPad-ები ვიხილოთ

17

გარკვეული ჰაი-ტექ საიტები Apple-ის ახალ პროდუქტზე ალაპარაკდნენ. მათი ინფორმაციით, კომპანია Apple 2017 წლის გაზაფხულზე ახალი iPad-ების გამოშვებას აპირებს.

გამოცემა The Verge იაპონური ბლოგის MacOtakara-ზე დაყრდნობით ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს და ახალი iPad-ების ტექნიკურ მახასიათებლებზეც ინფორმაციას ავრცელებს. ახალი გაჯეტები 7.9, 9.7 და 10.1 დიუმიანი ეკრანის გაფართოებით იქნება წარმოდგენილი.

სამწუხაროდ 3.5 მმ-იანი ყურსასმენების ჯეკი, კომპანიამ საუკუნოდ შეიძულა და არც ტაბლეტური კომპიუტერები იქნება ამ ტექნოლოგიით აღჭურვილი.

ახალ iPad-ებს ექნება მძლავრი 4 სფიქერი, 4 მიკროფონი, ასევე 12 მეგაპიქსელიანი iSight კამერა და True Tone-ის განათება.

ბატარეის ხანგრძლივობასა და პროცესორის სიმძლავრეზე ამ ეტაპზე ცნობები არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები