LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზის აპარატით აღჭურვილი მიკროავტობუსები დიზელზე გადავიდა

51

დედაქალაქში ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები (M2 კატეგორია) გაზზე აღარ იმუშავებენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გაზის აპარატურით აღჭურვილი ყველა – 101-ვე ე.წ. მიკროავტობუსი, კვლავ დიზელის საწვავზეა გადაყვანილი. აღნიშნული ფაქტი თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა დაადასტურა.

შეგახსენებთ, 2015 წლის გაზაფხულიდან მერიას ნებართვის მფლობელ კომპანიებთან სასამართლო დავა ჰქონდა. მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დარღვევით აღჭურვილი გაზის აპარატურის დემონტაჟს მოითხოვდა. საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ მერიის პოზიცია გაიზიარა, რის შემდეგაც კომპანიებმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები