LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება სავალდებულო ხდება

46

გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება სავალდებულო ხდება. ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში აღნიშნეს, რომ გაზზე მომუშავე ავტომობილების ბალონების შემოწმების აუცილებლობა რეალური საჭიროებითაა განპირობებული.

ამ ეტაპზე მთელი ქალაქის მასშტაბით მხოლოდ ორი აკრედიტირებული კომპანიაა, რომელიც გაზზე მომუშავე ავტომობილების ბალონების მონიტორინგითაა დაკავებული.

ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი, ბატონი პაატა გოგოლაძე განმარტავს, რომ აკრედიტაციის მინიჭება ხდება საერთაშორისო სტანდარტის ISO 17020-ის მიხედვით, ასევე აღნიშნავს, რომ ინსპექტირების ორგანოები უნდა ფლობდნენ სათანადო აღჭურვილობას, პერსონალსა და ცოდნას, რათა დააკმაყოფილონ საქართველოს მთავრობის № 80 დადგინილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

არა მხოლოდ გაზის ბალონების, არამედ ავტომობილების კომპლექსური შემოწმების აუცილებლობაზე საუბრობს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე.

ახალი რეგულაციები 2017 წლის 1 იანვრამდე საზ. ტრანსპორტისა და 1996 წლამდე გამოსულ ავტომობილების შემოწმებას ითვალისწინებს. დანარჩენი ავტომობილების შემოწმების ვადა 2019 წლამდეა შესაძლებელი.

ამჟამად გაზის ბალონების შემოწმების მინიმალური ფასი 90 ლარია.

ახალი რეგულაციების მიხედვით, შეუმოწმებელი ავტომობილების მფლობელები 100 ლარით დაჯარიმდებიან.

 

 

imedi.ge