LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეგუჩაძე ახალგაზრდულში ინიშნება

7

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტის რომან ფიფიას განცხადებით, გია გეგუჩაძე არა ეროვნული ნაკრების, არამედ ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ინიშნება. შესაბამისად, ფიფიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ გეგუჩაძე ეროვნულ ნაკრებში კახა ცხადაძეს შეცვლის.

“გია გეგუჩაძე ახალგაზრდულ ნაკრებში გადადის. ის არ გაგვითავისუფლებია. ჩვენ სამ-ოთხწლიანი გეგმა გვქონდა, მაგრამ იცვლება ყველაფერი. ისე მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებს დასჭირდა გია გეგუჩაძის დახმარება”, – განაცხადა რომან ფიფიამ.

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კახა ცხადაძეს გია გეგუჩაძე შეცვლიდა. ცხადაძის გათავისუფლების საკითხზე აღმასკომი მსჯელობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები