General Motors-მა ტრამპის ლიმუზინის ტესტირება დაიწყო. ბრონირებულ ლიმუზინს, სახელად – The Beast -ანუ მხეცს ზიანს ვერც ერთი ცეცხლსასროლი იარაღი ვერ მიაყენებს.
ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, მოდელის ტესტ-დრაივი ქალაქ მილფორდში გაიმართა და პაპარაცებმა მისი დაფიქსირება სწორედ იქ შეძლეს. როგორც კადრებში ჩანს, პრეზიდენტის ავტომობილი გარეგნულად Cadillac CTS-ის სედანს გავს, თუმცა გარკვეული დეტალები გაუმჯობესებულია. ავტომობილის დაგრძელებული ფორმა კი მას საშუალებას მისცემს, რომ უფრო მოქნილი გახდეს და ნებისმიერ გალავანში გაიაროს. ‘
შეგახსენებთ, რომ General Motors-ის The Beast-ის მოდელებს 200 მილიმეტრიანი ბრონი იცავს და ყოველი შემთხვევისთვის სამედიცინო აღჭურვილობაც მოყვება. ლიმუზინის ფასი კი 1 200 000 დოლარია.