LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელების რისხვა: ორი მელოტი მეგრელი

42

სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა ფოტომონატაჟი, რომელზეც ის ორი ქართველი ფეხბურთელია აღბეჭდილი, რომელთაც მოახერხეს და სტუმრად გერმანიის ნაკრებს გოლი გაუტანეს. შეგახსენებთ, რომ პირველი მათგანი 20 წლის წინ თემურ ქეცბაია იყო, რომელმაც ნიურნბერგის შეხვედრაში ანგარიში გახსნა (ის მატჩი 1:4 წავაგეთ), სულ ახლახან კი ლაიპციგში ჯაბა კანკავამ გამოიჩინა თავი.
სახუმაროდ აღნიშნულია, რომ გერმანელებს გოლებს მეგრელები უტანენ და თან ისეთები, რომელთაც ვარცხნილობაც იდენტურია და თმებს თითქმის არ ატარებენ. მოკლედ, ორი მელოტი მეგრელის ამბავზეა საუბარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები