გერმანიის საფეხბურთო ფედერაციამ ოფიციალურად დაასახელა პრემიალური თანხები, რომელსაც ეროვნული ნაკრები გასამართ მოსფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის მიიღებს.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე და 1/8-ფინალში მოხვედრისთვის პრემიეალური თანხა გათვალისწინებული არ არის.
1/4-ფინალში გასვლისთვის თითოეული ფეხბურთელი 75 000 ევროს გამოიმუშავებს, 1/2-ფინალში მოხვედრისთვის – 125 000 ევროს, ფინალის საგზურის მოპოვებისთვის – 200 000 ევროს, ხოლო მუნდიალის მოგებისთვის – 350 000 ევროს.
თუ ბუნდესნაკრები მსოფლიო პირველობაზე მე-3 ადგილზე გავა, მაშინ მოთამაშეებს 150 000 ევრო ერგებათ.