LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელებს რუსული სედანი არ მოეწონათ

34

რამდენიმე თვის წინ რუსულმა გიგანტმა “АвтоВАЗ“-მა სედანი LADA Vesta გერმანიის ბაზარზე გაუშვა, სადაც სხვათაშორის ცუდ გაყიდვებს არ უჩივის. მიუხედავად ამისა, გერმანული საავტომობილო კლუბის, ADAC-ის სპეციალისტებმა ის დაიწუნეს. კლუბის სპეციალისტებმა LADA Vesta-ს აწყობის ხარისხსა და მოდელის გაწყობას დაბალი შეფასება მისცეს.

გარდა ამისა, გერმანელებს არ მოეწონათ, რომ ავტომობილში არასაკმარისად არის უსაფრთხოების სისტემები. ექსპერტებმა რუსული ავტომობილის ტესტირება ჩაატარეს და მას მხოლოდ 3,4 ქულა მისცეს. გერმანულ საავტომობილო ბაზარზე LADA Vesta-ს ღირებულება 12 740 ევროდან იწყება. ამავე თნხად ადგილობრივი Volkswagen Polo-ს შეძენაც არის შესაძლებელი.

საინტერესოა, რომ გამოჩენისთანავე რუსული სედანი მრავალმა ექსპერტმა „მიზანში“ ამოიღო, ზოგიერთმა მათგანმა არც ისეთი ცუდი შეფასება მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები