LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელმა მილიონი კილომეტრი 1992 წლის E კლასით გაიარა

58

Daimler-ის თანამშრომელმა, რომელიც კონცერნის ზინდელფინგენის ქარხანაში მუშაობს, თავისი 1992 წელს გამოშვებული E კლასის ”მერსედესით” მილიონ კილომეტრზე მეტი გაიარა. როგორც გამოცემა Die Welt სედანი მიხაელ ნიკლმა გასაყიდად შეიძინა, თუმცა დღემდე არ გაუყიდია.

Mercedes-Benz E-Class W 124 1984-1995 წლებში გამოდიოდა, თავის დროზე მოდელი მოწინავე ტექნოლოგიებით გამოირჩეოდა – აღჭურვილი იყო აეროდინამიური კომპონენტებით, რომელიც ამცირებდა ხმაურის დონესა და საწვავის ხარჯს და ჰქონდა ერთი მინის მწმენდი, რომელიც მინის მაქსიმალურ ფართს მოიცავდა. სულ ასეთი 2,5 მილიონი ეკზემპლარი აიწყო.

გერმანელმა დიზელის 75 ძალიანი ვერსია შეიძინა და ექსპლუატაციის მთელი დროის განმავლობაში ას კილომეტრზე 6 ლიტრ საწვავს მოიხმარდა.

ნიკლი იმ დროს უკვე Daimler-ში მუშაობდა და ავტომობილი თანამშრომლებისთვის განკუთვნილი სპეციალური ფასდაკლებით შეიძინა, სწორედ ამიტომ ბაზარზე ავტომობილის მაღალი ფასის გამო, ერთი წლის შემდეგ მის გადაყიდვას გეგმავდა, თუმცა დიზელის ავტომობილებზე მოთხოვნამ და შესაბამისად ღირებულებამ დაიკლო და გერმანელმა ავტომობილის თავისთვის დატოვება გადაწყვიტა.

55 წლის ავტომფლობელი ამბობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ სამუხრუჭე სისტემის კომპონენტების, გენერატორისა,  გაგრილების სისტემის პომპისდა და გადაბმულობის შეცვლა მოხდა, რომელიც წყობიდან 445 000 კილომეტრის გავლის შემდეგ გამოვიდა.

გარდა ამისა, ის მხოლოდ ერთხელ მოყვა ავარიაში, რის გამოც ნიკლმა ფარები, კაპოტი და რადიატორის ჩარჩო შეცვალა და ახალი ბამპერი დააყენა.

გერმანელის გათვლებით 25 წლიანი ექსპლუატაციის განმავლობაში ავტომობილის მომსახურებას 58 500 ევრო დასჭირდა და კიდევ 54 000 ევრო საწვავზე დახარჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები