LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიას მსოფლიო ჩემპიონატის მითვისებას ედავებიან

36

გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) 2006 წლის გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის საქმის გამოძიებას შეუდგა. მანამდე, 2015 წლის დეკემბერში ფრანკფურტის პროკურორმა 6.7 მლნ ევროს გადარიცხვის ძიებაში იურიდიული დახმარება ითხოვა.

გერმანიაზე ეჭვის მიტანის საფუძველი გერმანულმა გამოცემებმა Zeit.de და Spiegel-მა მოამზადეს. „შპიგელი“ შემოდგომაზე წერდა, რომ საკონკურსო კომისიამ სპეციალური ფონდი შექმნა ფიფას აღმასკომში ოთხი ფუნქციონერის მოსასყიდად.

იმ დროისთვის კონცერნ „ადიდასის“ თავკაცმა რობერტ ლუის-დრეიფუსმა თითქოს ამ ფონდს 10.3 მლნ შვეიცარიული ფრანკი გადაურიცხა, ხოლო ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის თავი ფრანც ბეკენბაუერი მათ შორის იყო, ვინც იცოდა ამ ფონდის შესახებ. ბუნებრივია, ლეგენდარული კაიზერ ფრანცი და გერმანიის საფეხბურთო კავშირის ექს-ხელმძღვანელი ვოლფგანგ ნირსბახი კორუფციაში მონაწილეობას უარყოფენ.

კიდევ უფრო ადრე კი Zeit.de წერდა, რომ გერმანული კომპანიები 2016 მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის სანაცვლოდ ტაილანდს და სამხრეთ კორეას მთელ რიგ ინვესტიციებს დაპირდნენ, ხოლო გერჰარდ შრიოდერის მთავრობა საუდის არაბეთში ტანკსაწინააღმდეგო ტყვიამფრქვევების მიწოდებაზე შეთანხმდა.

შეგახსენებთ, დეკემბერში განხორციელებული ფართომასშტაბიანი გამოძიების შედეგად ფიფას პრეზიდენტი იოზებ ბლატერი და უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი 8 წლით ჩამოაშორეს საფეხბურთო საქმიანობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები