LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ახალი Mercedes-Benz CLS-ის წარმოება დაიწყო

83

ამერიკული პორტალის motor1-ის მონაცემების თანახმად, გერმანულ ზინდელფინგენში მდებარე Mercedes-Benz-ის ქარხანაში ახალი, ოთხკარიანი კუპეს, Mercedes-Benz CLS-ის სერიული წარმოება დაიწყო. ის Audi A7 Sportback-ის პირდაპირი კონკურენტია.

აღსანიშნავია, რომ სიახლე იმავე პლატფორაზე იწყობა, სადაც ახალი E-Class, რადგან მოდელებს ბევრი საერთო კომპონენტი აქვთ. Mercedes-Benz-ში ამბობენ, რომ ზინდელფინგენის ქარხანა მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე საავტომობილო ქარხანაა, რომელიც აწყობისას ციფრულ ტექნოლოგიებს იყენებს. კონვეირზე დამატებითი რეალობის განსაკუთრებული სისტემაა დანერგილი, რომელიც თანამშრომლებს ეხმარება საჭირო დეტალები და ინსტრუმენტები აირჩიონ.

ქარხანაში Mercedes-Benz CLS-სა და E-Class-ის გარდა, Mercedes-Benz S-Class-იც იწარმოება კუპეს, სედანისა და კაბრიოლეტის ძარებით. მოგვიანებით კონვეირში Mercedes-AMG CLS 53-ის დამუხტული ვერსიაც ჩაეშვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები