ათასობით მანქანა, რომელიც მყიდველს ელის, გერმანიის სადგომებზე მიივიწყეს. დაახლოებით 6 ათასამდე ახალი ავტომობილი დაბალი მოთხოვნის გამო ლოჯისტიკური კომპანია CAT-ის პარკინგზე იმტვერება. მანქანები, რომელთა ღირებულებაც მინიმუმ 300 მილიონი ევროა, სადგომებზე დაბალი მოთხოვნის გამო გროვდება. ტრანსპორტის ნაწილი იქ უკვე წელიწადზე მეტია რაც დგას.
„მსგავსი რამ წარსულში არასდროს მინახავს, არადა აქ უკვე 10-ზე მეტია ვმუშაობ“ – დააზუსტა CAT-ის თანამშრომელმა.
სადგომების გადავსების მთავარი პრობლემა მოთხოვნის მკვეთრი კლებაა. მთლიანობაში ბაზარი საკმაოდ დიდ დანაკლისს განიცდის: იანვრიდან ოქტომბრის თვემდე პერიოდში 2,3 მილიონი ახალი ავტომობილი დარეგისტრირდა, რაც 0,4%-ით ნაკლებია ვიდრე წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი. არადა ევროპის მთავარი ავტო ბაზრისთვის წინა წლის მაჩვენებელიც საკმაოდ დაბალი იყო, აზუსტებენ ექსპერტები. CAT-ი სადგომების გადავსების მთავარ მიზეზად მაღალი ფასები და ელექტრიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება.