გერმანიაში, ბავარიის გიმნაზიაში დაგვიანებისთვის უფროსკლასელების დაჯარიმება დაიწყეს. ამის შესახებ rbb24.de წერს.
ახალი წესი ამ წლის მაისიდან მოქმედებს და 9-11 კლასების ეხებათ. როგორც გიმნაზიის დირექტორი ამბობს, სიახლის დამსახურებით, დაგვიანებების რიცხვმა მკვეთრად იკლო. საგანმანათლებლო საუბრები მოსწავლეებზე არ მოქმედებს და 5 ევროიანი ჯარიმა ძალიან ეფექტურია, დააზუსტა დირექტორმა. გიმნაზიის წარმომადგენლის თქმით, ეს ზომა გახდა ბოლო ნაბიჯი მშობლებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ფსიქოლოგთან, სოციოლოგებთან და სხვა სპეციალისტებთან ხანგრძლივი განხილვების შემდეგ.
სანქციის მოქმედების რამდენიმე თვის განმავლობაში დათქმული ჯარიმა სტანდარტული გახდა. დაგვიანებული თავიდან გაფრთხილებას იღებს, შემდეგ კი მისი საქმე ჯარიმების მართვის საბჭოს გადაეცემა. ჯარიმა შესაძლოა დაწესდეს ყველა გაცდენაზე რომელიც საპატიო არ ყოფილა, ასევე ყველა დაგვიანებაზეც. სკოლის ხელმძღვანელობა ექსპერიმენტს წარმატებულად მიიჩნევს.
ამასობაში გერმანიაში სერიოზულად ფიქრობენ ამ მეთოდის სხვა სკოლებში გავრცელებაზეც.