გერმანიაში ახალი პოზიცია – ფემინისტური პოლიტიკის ელჩი გაჩნდება. ელჩი ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ ქალები მთავრობაში საკმარისი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი და გენდერული საკითხების სფეროში დასაქმებული ახალი თანამშრომლების კომპეტენციასაც შეამოწმებს. ინფორმაციას ამის შესახებ euroactiv ავრცელებს.
გარდა ამისა, გერმანია გეგმავს, რომ ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების რაოდენობა გაზარდოს. დიპლომატები ყურადღებას მიაქცევენ იმასაც, რომ მსოფლიომ ქალების პრობლემებს მეტი ყურადღება მიაქციოს და სამთავრობო ორგანოებშიც ისინი უკეთ იყვნენ წარმოდგენილი. ელჩი დაეხმარება იმ ქალებსაც, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო ქვეყნის დატოვება სურს.
დაბოლოს, 2025 წლიდან გერმანიის განვითარების ფონდების მიერ გამოყოფილი თანხის 90% გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ პროექტებს უნდა მოხმარდეს.
დიპლომატიასთან ფემინისტურ მიდგომას იყენებენ სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად საფრანგეთში, ესპანეთსა და შვედეთში.