LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში მალე სპორტდარბაზით აღჭურვილი მატარებელი იმოძრავებს

61

გერმანიაში სულ მალე სპორტდარბაზითა და კაბინეტით აღჭურვილი მატარებელი იმოძრავებს. მომავლის ტრანსპორტი რკინიგზის ოპერატორს Deutsche Bahn-ს ეკუთვნის. მატარებელში გარდა სტანდარტული სავარძლებისა, რომლებიც 360 გრადუსით ბრუნავს, იზოლირებული კაბინეტებიც განთავსდება, სადაც ნებისმიერი მსურველი განმარტოებით მუშაობას შეძლებს. გარდა ამისა, სპეციალური ზონა პატარებისთვისაც მოეწყობა, სადაც ბავშვს მთელი მგზავრობის განმავლობაში გაართობენ. ხოლო, მათთვის ვისაც ურჩევნია, რომ გზისთვის საჭირო დრო უფრო ნაყოფიერად გამოიყენეს, სპორტული დარბაზი მოეწყობა. პროექტის ავტორებს სურთ, რომ მგზავრობა მომავალში ბევრად უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახდეს.

აღსანიშნავია, რომ მომავალში მემანქანის საჭიროებაც გაქრება და მატარებელს ავტოპილოტი მართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები