LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში პირველი უპილოტო მატარებელი გამოჩნდა

69
Capture

ჰამბურგში უპილოტო მატარებელმა პირველი რეისი შეასრულა. ტრანსპორტი ფუნქციების უმრავლესობას ადამიანის ჩარევის გარეშე ასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ design boom ავრცელებს.

მატარებელს დამოუკიდებლად აჩქარება, გაჩერება, კარების გახსნა და დახურვა შეუძლია. მემანქანეს ევალება რომ ელექტრონიკას მიაქციოს ყურადღება და გადაუდებელი აუცილებლობის დროს (მაგალითად, მკვეთრ მოსახვევებში) მართვის სადაავები ხელში აიღოს.
ახალი მატარებლის მოძრაობა რკინიგზის ხაზების სერიოზულ გადაგეგმარებას არ მოითხოვს, ასე რომ სიახლით ძველი შემადგენლობები მარტივად ჩანაცვლდება.

მატარებელი გერმანიის რკინიგზის მთავარმა ოპერატორმა Deutsche Bahn-მა შექმნა.მომავალში ამ მოდელის მოდერნიზაცია იგეგმება, რათა შემადგენლობამ ქვეყნის მასშტაბით სრულად ავტონომიურად იმოძრაოს.

უპილოტო საზოგადოებრივ ტრანსპორტს ტესტავენ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. გასულ წელს უპილოტო ავტობუსები გამოჩნდა ესტონეთსა და საფრანგეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები