LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში სიჩქარის გადაჭარბებისთვის ძაღლი დააჯარიმეს

154
dog

გერმანულ გამოცემაში Dodo ერთ-ერთ ადგილობრივ მაგისტრალზე მომხდარი სახალისო ისტორია გამოაქვეყნეს. მძღოლმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა – 50 ევრო მიიღო. ამასთან, საგზაო წესების დარღვევის დროს, მძღოლს კალთაში ძაღლი ეჯდა და კამერამ მხოლოდ ცხოველი დააფიქსირა. გერმანული კანონის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ჯარიმის გასაჩივრება შეეძლო, რადგან მისი იდენტიფიცირება არ მომხდარა.

ძაღლი მძღოლის მუხლებზე რამდენიმე წამით ახტა. ავტომობილმა საგზაო კამერასთან სწორედ ამ დროს გაიარა და სიჩქარის გადაჭარბებაც დაფიქსირდა. ავტომფლობელთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, ძაღლს როგორც წესი, უსაფრთხოების ღვედი უკეთია ხოლმე, თუმცა შემთხვევის დროს მისი დაბმა უბრალოდ დაავიწყდათ.

გერმანული კანონის მიხედვით, საგზაო კამერამ საჭესთან მჯდომი ადამიანის იდენტიფიცირება უნდა შეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევს უფლება აქვს, ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივროს. თუმცა, მძღოლმა ეს უფლება არ გამოიყენა და ძაღლისთვის გამოწერილი 50 ევრო მალევე გადაიხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები