LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში სკულპტურა არასწორი პარკირებისთვის დაჯარიმდა

20

გერმანიის ქალაქ კარლსრუეში, არასწორი პარკირების გამო, Mercedes-ის ფირმის ავტომობილი დააჯარიმეს. ამის შესახებ Twitter-ის მომხმარებელი Sham Jaff წერს.

საქმე გახლავთ იმაში, რომ ერვინ ვურმის სკულპტურული ნამუშევარი, უკანა საბურავებით, ერთ-ერთი შენობის კედელზეა დაპარკინგებული და ჯარიმაც სწორედ ამან გამოიწვია. თუმცა, უცნობია მისი ოდენობა. და აგრეთვე ვის ეკისრება მისი გადახდა.

 

558abeab71c2f

 

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს ვურმის პირველი ნამუშევარი არაა და მსგავსი სკულპტურა მას არაერთხელ შეუქმნია. როგორც სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლები ამბობენ, ჯარიმა შესაძლებელია პოლიციელის ხუმრობა იყოს.

საკითხავია დაუწერენ თუ არა ჯარიმას ჩვენს ქვეყანაში არსებულ მსგავს სკულპტურულ ნამუშევარს, რომელიც ოცი წლის წინ პეკინის ქუჩაზე კედელში ”ჩააყოლეს” დღემდე ასეა დაპარკინგებული?

 

12226571_1074197322592902_1093339444_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები