დღე გეომაგნიტურია. ეს ნეგატიური ენერგია ადამიანის გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას
დღეიდან, გამარჯვების მმართველი პლანეტა, იუპიტერი სწორად მავალი ხდება. ეს მოვლენა ტყუპების ზოდიაქოში ხდება. ეს ყველაფერი კი დადებითად მოქმედებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე ხელს უწყობს იურიდიული საკითხების გადაწყვეტას, მგზავრობა-მოგზაურობას, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების ჩამოყალიბებას, საგანმანათლებლო სისტემის, ტურიზმის განვითარებას. დღე სასიკეთოა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის შეძენისთვის, მშენებლობისთვის, ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობობისათვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის.
გაუფრთხილდით პარტნიორულ ურთიერთობებს, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. დღეს არ ვარგა ხალების, პაპილომების მოშორება, ყურების გახვრეტა.
ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარგალიტი, ზურმუხტი, მათ სასიკეთო კოსმოსური ენერგიების მოზიდვა შეუძლიათ.
ფერებიდან გამოიყენეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი, მწვანე, ისინი თქვენს მიზიდულობას და შარმს გააძლიერებენ.
ჯანმრთელობა – სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, ფარისებრი ჯირკვალი, სწორი ნაწლავი. ოპერაციების ჩატარება, ამ ორგანოებთან მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა, სასურველი არ არის.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია კუროს, კირჩხიბის, თხის რქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის, დღე ნეგატიურია ლომთათვის, სასწორთათვის, მშვილდოსანთათვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალოა.