LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ტურისტებისთვის „ჭკვიანი“ მანიშნებლები დადგეს

55
thumb_1024x663_stuttgart-signage-11zon

შტუტგარტში (გერმანია) გაჩნდა მსოფლიოში პირველი ქვეითი გიდების ციფრული სისტემა. სიახლე წარმოადგენს ბოძებს რამდენიმე ინტელექტუალური მანათობელი ისრით, რომელიც 360 გრადუსით მოძრაობს და ადგილობრივებსა თუ ქალაქის სტუმრებს ყველაზე აქტუალური, საინტერესო მოვლენებისკენ ეპატიჟება.

ისრების მიმართულება იმის მიხედვით იცვლება თუ რა ხდება ქალაქში, მაგალითად ტარდება კონცერტი, გამოფენა თუ სხვა კულტურული ღონისძიება. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.

გარდა ამისა, მანიშნებლებზე დატანილია QR-კოდები, რომელთა დახმარებითაც ვიზიტორები ნებისმიერ მოვლენაზე დამატებითი ინფორმაციას მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ სიახლის გამოყენებას შეძლებენ უსინათლოებიც. სისტემა სპეციალურ საქალაქო აპლიკაციაშია ინტეგრირებული და კონკრეტული საჭიროებების მქონე ადამიანებს ტელეფონზე ხმოვან შეტყობინებას უგზავნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები