Audi-ს ელექტროკროსოვერი – 5 ეკრანის, 16 ხმის გამაძლიერებელისა და კამერების ნაცვლად დაყენებული სარკეებისგან შედგება. გერმანულმა ავტომწარმოებელმა კოპენჰაგენის ავტოსალონზე ახალი მოდელის e-tron-ის დიზაინი წარმოადგინა.
სიახლე განსაკუთრებული ბევრი ინოვაციის გამო გახდა. მოდელის წინა პანელის არქიტექტურა ისეთივე სტილშია შესრულებული, როგორც – A6, A7, A8-სა თუ ფლაგმანი Q8-ს შემთხვევაში. ეს არის რამდენიმე დონისგან შემდგარი „ვირტუალური“ პანელი, რომელზეც საინფორმაციო-გასართობი სისტემები, სენსორული ეკრანი და კლიმატკონტროლია განთავსებული. ავტომობილის კარებებზე, ფანჯარასთან ახლოს 2 ცალი 7-დიუმიანი ეკრანია განთავსებული და ეკრანები გვერდითი სარკეების როლს ასრულებენ. მთლიანობაში გამოსახულების სამი ფუნქცია – ტრასა, მოსახვევი და პარკირებაა ხელმისაწვდომი. Audi e-tron მოძრაობაში რამდენიმე ელექტროძრავს მოყავს და მათ მთლიანობაში 360 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლიათ. ხოლო, თუკი მძღოლი ელექტრო რეჟიმს აირჩევს, მაშინ მოდელის მოქნილობა 408 ცხენის ძალამდეც იზრდება. რაც შეეხება ელექტრო ძრავის ენერგიას – ერთი დამუხტვით მას 400 კმ-ს გავლა შეუძლია. და ბოლოს, სუპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ია და 0-დან 100 კმ-ს განვითარება მას 6 წამზე ნაკლებ დროში შეუძლია.