გერმანიის მეხუთე დივიზიონის გუნდმა 34 მატჩში 255 გოლი გაუშვა.
საშუალოდ 7,5 გოლი თამაშში.
ამ სამარცხვინო კლუბს „ლურუპ ჰამბურგი“ ქვია და საშინლად გამოდის რანგით მეხუთე ლიგაშიც კი. ჩემპიონატის ფინიშზე ბუნებრივია ბოლო ადგილზე მივიდა და გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა გასაოცარი აღმოაჩნდა – 13:255.
34 შეხვედრაში „ლურუპმა“ მხოლოდ ერთი ქულა აიღო.