LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღამის პეპელა“ – პაპა ზურა ზაქარიაძის სიმღერის პრემიერა „არ დაიდარდოში“ – „ამ სიმღერამ მაშინ უნდა იტრიალოს, როცა დედაქალაქი დაიძინებს“

118
ზურა-ზაქარიაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ პაპა ზურა ზაქარიაძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ღამის პეპელა“ პრემიერა შედგა.

ზურა, მოგვიყევით თქვენს კარიერაზე, რამდენი ხანია, რაც ამ სფეროში ხართ?

ეს ჩემთვის სფერო არ არის, ეს არის სამყარო, სადაც მე ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს და ამ სამყაროში სკოლის პერიოდიდან ვცხოვრობ. მერვე კლასში ავიღე ხელში გიტარა და ვისწავლე  დაკვრა. ყველაზე დიდი, რის ქვეშაც მე გავიზარდე, იყო ოთარ რამიშვილის სიმღერები და ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამ ადამიანზე. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერი ვიყავი, 18 წლის ასაკში რომ გავიცანი და მისი სახლის კარი გამიღო.

როგორ გაიცანით ბატონი ოთარი და როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?

ეს იყო 1985 წლის 12 თებერვალი. ხომ არის დღეები და თარიღები, რომლებიც არ გავიწყდება და არ დაგავიწყდება და ეს ასეთი დღეა. მივედი ბატონ ოთართან, კარებზე დავაკაკუნე, კარები მიშიკომ გამიღო და მითხრა დაბლა არისო. თავისი ოთახი ჰქონდა ბატონ ოთარს. კარები გამიღო და შევედი. არ მერიდება იმის თქმა, რომ მე ძალიან მაგრად ვუკრავდი ბატონ ოთარ რამიშვილის სიმღერებს და რომ დავუკარი და ვიმღერე, ვიგრძენი, რომ გაუხარდა. ვუთხარი, გიტარაზე დაკვრა მინდა, მინდა, კლასიკა ვისწავლო-მეთქი და რა სიტყვებიც მან მითხრა, ზუსტად იმას გავიმეორებ, შვილო, მე აფერისტი კაცი არ ვარ, კლასიკას არ ვასწავლიო და დამიწერა წერილი, ამ კაცთან მიხვალ და ის გასწავლისო. ეს წერილი რომ მომცა და წამოვიღე, გული დამწყდა, რადგან ამ კაცთან მეგობრობა, ურთიერთობა მინდოდა და ვკითხე, ხანდახან შეიძლება, რომ მოვიდე-მეთქი და კი, შვილო, როცა გინდა, მაშინ მოდიო, მიპასუხა.

ხომ არ გეგმავთ დისკის გამოშვებას?

ალბათ, გამოვუშვებ, უკვე არის სიმღერები.

რამდენად ხშირად მართავთ ღონისძიებებს?

ნაკლებად.

ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „ღამის პეპელა“.

ალბათ, ამ სიმღერამ მაშინ უნდა იტრიალოს, როცა დედაქალაქი დაიძინებს.

პაპა – ღამის პეპელა

გადაცემის აუდიოჩანაწერი

პაპა – დაშალოს კლარნეტი. Live

პაპა – ჩირჩილის პეპლები. Live

პაპა – მემუარები. Live

პაპა. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები