LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვიძლის ვენოოკლუზიური დაავადება

107
ღვიძლის ვენოოკლუზიური დაავადება

ღვიძლის ვენოოკლუზიური დაავადება არის ღვიძლში მცირე ზომის ვენების დახშობა. დაავადების გართულების გამო შესაძლებელია დაფიქსირდეს სითხის დაგროვება მუცლის ღრუში, ელენთის გადიდება და ძლიერი სისხლდენა საყლაპავიდან; კანი და თვალის თეთრი ნაწილი შესაძლოა გაყვითლდეს და მუცლის გარშემოწირულობა გაიზარდოს. ექიმები დიაგნოზს სვამენ სიმპტომებსა და ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიის შედეგებზე დაყრდნობით. ვენოოკლუზიური დაავადება შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. ის უფრო ხშირია ცუდად ნაკვებ ადამიანებში. იმის გამო, რომ ღვიძლიდან სისხლის გამოდენა შეფერხებულია, სისხლი ღვიძლში გროვდება. სისხლის ასეთი შეგუბება განაპირობებს ღვიძლში შემავალი სისხლის რაოდენობის შემცირებას. სისხლის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების გამო ღვიძლის უჯრედები ზიანდება. შეგუბების გამო ღვიძლი სისხლით გადაივსება და ზომაში მატულობს. ასეთი შეგუბება ამცირებს ღვიძლში სისხლის მიდინებას. ამის შედეგად ვითარდება ღვიძლის დაზიანება, რასაც ბოლოს მივყავართ ციროზამდე.

ულტრაბგერითი ტოპლეროგრაფია ადასტურებს დიაგნოზს. ზოგჯერ შეიძლება ინვაზიური გამოკვლევები გახდეს საჭირო. იშვიათად საჭიროა ღვიძლის ბიოფსია ან წნევის გაზომვა ღვიძლის ვენებსა და პორტულ ვენაში. ასეთი გაზომვა ტარდება კათეტერით, რომელიც კისრის ვენის გავლით ღვიძლის ვენებში შეჰყავთ. პროცედურის დროს შესაძლებელია ღვიძლის ბიოფსიის ჩატარებაც. პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გავრცელებულია დაზიანება და გრძელდება თუ არა მისი გამომწვევი ფაქტორების მოქმედება. 

არ არსებობს დახშული ვენების სპეციფიკური მკურნალობა. თუ შესაძლებელია, უნდა მოხდეს მიზეზის მოშორება. ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ განვითარებული ვენოოკლუზიური დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია ურსოდეოქსიქოლის მჟავას დახმარებით. დაავადების შემსუბუქებისთვის საჭიროა სისხლძარღვების დახშობის შედეგად განვითარებული გართულებების მკურნალობა. მაგალითად მარილის შემზღუდველი დიეტა და შარდმდენები ადამიანს იცავს მუცლის ღრუში სითხის დაგროვებისგან. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ღვიძლის გადანერგვა გახდეს საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები