LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილოცავ კარგო დაბადების დღეს“ – ია გოდერძიშვილის სიმღერის პრემიერა „არ დაიდარდოში“

313
2025-05-08_12-16-36_281873

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში ია გოდერძიშვილის სიმღერის „გილოცავ კარგო დაბადების დღეს“ პრემიერა შედგა.

ია, როგორი იყო ემიგრაციის პერიოდი და რა შეგრძნებებით დაბრუნდით საქართველოში?

ემიგრაციაში ყოფნის დროს, კარგი საქმე გავაკეთე, გავხსენით ქართული სკოლა, სადაც ემიგრანტ ბავშვებს და არა მარტო, ქართულ წერა-კითხვას ვასწავლიდით. შემდეგ, გადავედით ესპანეთში, სადაც ემიგრანტებმა არაჩვეულებრივი შეხვედრა მომიწყვეს და მე მათ არაჩვეულებრივი ქართული საღამო ვაჩუქე. ზუსტად ამ საღამოზე დაიწერა ის სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ვისაუბროთ სიმღერაზე „გილოცავ კარგო დაბადების დღეს“.

მაშინ, როცა ესპანეთში ასეთი ლამაზი საღამო უნდა ჩამეტარებინა ჩემი ემიგრანტებისთვის, ჩემი მეუღლის დაბადების დღე იყო, ასევე იყო ჩემი და ჩემი მეუღლის ქორწინებიდან 3 წლისთავი. ძალიან მიყვარს, როცა ჩემს მეუღლეს სიურპრიზებს ვუწყობ და მინდოდა, რომ დაბადების დღეზე რაღაც ახალი შემექმნა და სიმღერით მიმელოცა. „იუთუბს“ ვათვალიერებდი და უცებ რაღაც მელოდია შემხვდა და ამ მელოდიასთან ერთად მოვიდა ტექსტი.

ია გოდერძიშვილი – გილოცავ კარგო დაბადების დღეს

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები