LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ორი საოცრება… ნამდვილი ნიჭის ზეიმია, საოცარი თაობა მოდის“ – ანამარია ქუქიშვილისა და ლაზარე კაპანაძის შთამბეჭდავი დუეტი „რანინას“ სცენაზე

957
რანინა

მეგაპროექტ „რანინას“ კონცერტი ტრადიციულად ნამდვილ დღესასწაულად იქცა. მაყურებლის და ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ანამარია ქუქიშვილისა და ლაზარე კაპანაძის მუსიკალურმა წყვილმა. პატარა არტისტებმა არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემები და სცენური ქარიზმა გამოავლინეს.

პატარა არტისტებმა ქეთი გაბისიანის ჰიტი „ვარდის წყალი“ (ტექსტი: მარიამ წიკლაური) საოცარი პროფესიონალიზმით შეასრულეს.

გამოსვლიდან სულ რამდენიმე საათში, დუეტის ვიდეომ სოციალურ ქსელებში ათასობით ნახვა და აღფრთოვანებული კომენტარები დააგროვა.

„ამ პროექტში ნამდვილი ნიჭის ზეიმია“, „საოცარი თაობა მოდის“, „საოცრება, უსმინეთ და დატკბით ცხოვრებით“, „ამ ცქვიტუნია გოგომ დაიპყრო ჩემი გული გუშინ პირველ კონცერტზე“, „საუკეთესო პროექტია, იგრძნობა პროფესიონალიზმი!“, „საოცარი ბავშვები, ყოველ წელს ვფიქრობ ვინ უნდა გამაოცოს – ყველა ერთმანეთზე უკეთესია-თქო და აჰა, ორი საოცრება, ზე ნიჭიერები, ლაზარე სიყვარულის ბიჭი ხარ შენ, ეს მთის,,ქალა”კი აღმოჩენა ჩემი“, – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g