„რანინას“ მონაწილეები და სტუმრები ფოლკლორული ტურისთვის ემზადებიან .
როგორც გადაცემის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, საინტერესო ამბები გველოდება შაბათს – სცენას მუსიკალური კონკურსის ამჟამინდელ მონაწილეებთან ერთად უკვე გამოცდილი მომღერალი, ნიკოლოზ ხარატი გაიზიარებს, რომელიც მაყურებელს ამჯერად გარმონზე დაკვრით გააკვირვებს.
„რა მაგარი ბიჭი ხარ, ნიკოლოზ…“
„როგორ უხარია გულსა და სულს, ასეთ თაობას რომ ვხედავ…“
„რა ნიჭიერი ხარ…“
„ნიკოლოზ გაუხარდი შენს ოჯახს, ქვეყანას. არაჩვეულებრივი პიროვნება ხარ! შენი ყველაფერი ქართული გადამდებია…“
„გაიზარდა ჩვენ თვალწინ ოქროს ბიჭი…“, წერენ კომენტარებში.
