მომღერალმა ნიკოლოზ ხარატმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში საკუთარი მუსიკალური გზის დასაწყისზე ისაუბრა და ის ემოციური ეპიზოდი გაიხსენა, რომელმაც მისი მომავალი განსაზღვრა. მისი თქმით, სცენაზე გასვლისას ყოველთვის ის 3 წლის პატარა ბიჭი ახსენდება, რომელიც დედამ დავით არჩვაძის სტუდიაში მიიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიტორი ასაკის გამო თავიდან უარზე იყო, ნიკოლოზის შესრულებამ ყველაფერი შეცვალა.
„ვუმღერე მისივე საავტორო სიმღერა – „ღმერთი არის სიყვარული“, თავიდან ბოლომდე დავუსრულე, გაგიჟდა კაცი, ამას დიდებიც ვერ მღერიანო…“
მომღერალმა ასევე გულახდილად ისაუბრა გარდატეხის ასაკის სირთულეებზეც და აღნიშნა, რომ ეს პერიოდი მისთვის ყველაზე არასასურველი აღმოჩნდა:
„ერთი სურვილი რომ მქონდეს, მოვაშორებდი გარდატეხის ასაკს. ისე არ მომეწონა ეს პერიოდი, ხმა რომ დამიბოხდა“, – ამბობს ნიკოლოზ ხარატი.
