„რუსთავი 2“ ავრცელებს ვიდეოს, სადაც მომღერალი ნიკოლოზ ხარატი სახალისო ამბავს იხსენებს ავტობუსიდან:
„ერთი წლის წინ მომიწია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ერთი ქალბატონი მიყურებს, მიყურებს, მიყურებს და ბოლოს მეუბნება, შვილო, ამდენი ხანია, ვითმენ და მინდა გითხრა, ჩემი უსაყვარლესი მომღერალია, ნიკოლოზ ხარატი, სულ მისი სიმღერები მაქვს ჩართული ტელეფონშიო. ძალიან ჰგავხარ, კოპიო ნიკოლოზ ხარატი ხარო. მისმა აჟიოტაჟმა გამოიწვია მთელი ავტობუსის აჟიოტაჟი, ნიკოლოზ ხარატია ავტობუსშიო, იყო ფოტოების გადაღება…“
