LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საქართველოს საამაყო ბიჭები ხართ! საოცარი თაობა, ნამდვილი ნიჭის ზეიმია“ – „პატარა გოგო დამეკარგა“ ოთო ბაზერაშვილის და ნიკოლოზ ხარატის შესრულებით

594
რანინა

25 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბავშვო მუსიკალური პროექტის, „რანინას“ მორიგი ტური ფოლკლორს მიეძღვნება.

მორიგი ხუთეული მაყურებლის წინაშე ცნობილი კომპოზიციებით წარდგება.

როგორც „რანინას“ „ტიკ-ტოკის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ანონსიდან ირკვევა, პროექტის მიმდინარე სეზონის მონაწილეები სიმღერებს „რანინას“ გასული სეზონების მონაწილეებთან ერთად შეასრულებენ.

აღნიშნულ ტურში იმღერებენ ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატიც, როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოთო ბაზერაშვილი აკორდეონზე ნიკოლოზ ხარატის აკომპანემენტით, „ჯეირანს“ შეასრულებს.

„საქართველოს საამაყო ბიჭები ხართ!“, „გემრიელი კახური ხმა“, „სასწაული ბიჭები ხართ, ნამდვილი ნიჭის ზეიმია“, „საოცარი თაობა“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ვიდეო: „რა გრძნობით და გულით მღერის! ეს ბიჭი სცენაზე ცეცხლს ანთებს, მას დიდი მომავალი აქვს“ – ლუკა ბუთურიშვილმა „შავნაბადასთან“ ერთად „იმერული სახუმარო“ შეასრულა

ვიდეო: „საოცარი ხმის ჟღერადობა აქვს…“ – „მოვა მაისი“ ლუკა მიქაძისა და „შავნაბადას“ შესრულებით

@ranina_1tv.ge ოთო და ნიკოლოზი 🩷 შაბათს, 25 აპრილს, ქართული ფოლკლორის ტური, პირველ არხზე! 🌟 #რანინა #პირველიარხი #ნიკოლოზხარატი #ოთობაზერაშვილი ♬ original sound – რანინა • 1tv.ge
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g