LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საქართველოს საამაყო შვილი! უნიკალური შესრულება“ – ოთო ბაზერაშვილს გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალის ჯილდო გადაეცა

410
ოთო ბაზერაშვილი

ახალგაზრდა მომღერალი ოთო ბაზერაშვილი გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ოთო ბაზერაშვილს ჯილდო „ქართული სიმღერის ახალი თაობის გამორჩეული შემსრულებლის“ ნომინაციაში გადაეცა.

კადრებს დაჯილდოების ცერემონიიდან ოთო ბაზერაშვილის დედა, ანა დათულიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:

„გილოცავ, გულიანო შვილო. შენი ნიჭითა და სიმღერით ყოველთვის განსაკუთრებულ განწყობას გვჩუქნი.

გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალის ჯილდო – „ქართული სიმღერის ახალი თაობის გამორჩეული შემსრულებელი“, – წერს ანა დათულიშვილი.

დაჯილდოების ცერემონიაზე ოთო ბაზერაშვილმა მარიკა კვალიაშვილის ცნობილი სიმღერა – „ვაი შენ წუთისოფელო“ შეასრულა, მას აკომპანემენტს დავით მაზანაშვილი უწევდა.

„საქართველოს საამაყო შვილი!“, „უნიკალური შესრულებაა“, „ტკბილხმიანო ბიჭო, რა კარგია შენი მოსმენა“, – წერენ სიმღერის ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები