„დილა მშვიდობისა საქართველო“ უნიჭიერესი პატარა მომღერლების მეგობრობის შესახებ გვიყვება.
გადაცემის გადამღებმა ჯგუფმა უსაყვარლესი ბიჭები არაფორმალურ გარემოში ჩაწერა.
გიორგი შაშვიაშვილი, ვაჩე ღვინიაშვილი, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წლების წინ სიმღერამ დააკავშირა, დღეს კი სამაგალითო მეგობრები არიან.
ბიჭები გამოჩენისთანავე შეიყვარა მსმენელმა.
„მე და ოთო თავიდანვე ვიცნობდით ერთმანეთს, ნათესავები ვართ, პატარაობა ერთად გვაქვს გადატებული, როდესაც ნიკოლოზი, ოთო და ვაჩე იყვნენ სატელევიზიო პროექტში, ვუყურებდი და სულ მინდოდა, რომ მაგათნაირი ვყოფილიყავი“, – ამბობს გიორგი შაშვიაშვილი.
იხილეთ სიუჟეტი ვრცლად ![]()
