LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გინდათ ფულის შოვნა: იყიდეთ ძველი მანქანები

185

გერმანელებს ფულის ვინტაჟურ ავტომობილებზე დახარჯვა ურჩიეს. გერმანული ბანკის თანამშრომლებმა ყველაზე შეძლებულ კლიენტებს შესთავაზეს, რომ ფული არა მხოლოდ აქციებსა თუ უძრავ ქონებაში, არამედ კლასიკურ ავტომობილებშიც დააბანდონ. ბანკირები დარწმუნებულნი არიან, რომ ფულის ასე დაბანდება ყველაზე გამართლებულია და მეტი შემოსავლის მომტანიც იქნება. ექსპერტთა ინფორმაციით, ცოტა ხნის წინანდელი ფინანსური კრიზისის შემდეგ ალტერნატიულ ინვესტიციებზე მოთხოვნა გაიზარდა და გერმანელებმა ფულის ღვინოსა თუ ხელოვნების ნიმუშებში ჩადება დაიწყეს. ვინტაჟური ავტომობილები კი მეტი ფულის შოვნის საუკეთესო გზაა და ბანკმა ყველაზე ძველი მოდელების კატალოგიც კი გამოსცა. აღმოჩნდა, რომ 2005 წლიდან 2018 წლამდე კლასიკური სპორტქარების ფასი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და ყველაზე იღბლიანები Porsche 911-ის მფლობელები არიან. 13 წლის განმავლობაში ლეგენდარული ავტომობილის ფასი არც მეტი არც ნაკლები 683%-ით გაიზარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები